Monday, June 8, 2009

XVII საუკუნის ინსტრუმენტული მუსიკა

ინსტრუმენტულმა მუსიკამ, როგორც დამოუკიდებელმა მუსიკალურმა ჟანრმა, უცებ ვერ დაიმკვიდრა ადგილი. დიდი ხნის მანძილზე იგი დამოკიდებული იყო ვოკალურ მუსიკაზე და წარმოადგენდა ვოკალური მუსიკის თანხლებას. ინსტრუმენტული მუსიკის დარგში გარდატეხა ხდება მე-17 საუკუნეში. ამ პერიოდში პარალელურად ვითარდება, როგორც პოლიფონიური ასევე ჰომოფონიური მუსიკა. პოლიფონიერი მუსიკა უფრო გვხვდება საეკლესიო წარმოშობის ფორმებში, ხოლო ჰომოფონიური წყობა დამახასიათებელია საყოფაცხოვრებო მუსიკისათვის. ჰომოფონიურ მუსიკას მივყავართ სიუიტის, სონატას, კონცერტის და სიმფონიისაკენ. ხოლო პოლიფონიურს - ფუგისაკენ. პოლიფონია - ნიშნავს მრავალხმიანობას. ის წარმოადგენს რამოდენიმე მელოდიური ნახაზის გაერთიანებას. პოლიფონიურ (წყობაში) მუსიკაში არ არსებობს მთავარი და დაქვემდებარებული ხმები. ყველა ხმას აქვს თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ჰომოფონიურ - წყობაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ერთ ხმას, რომელსაც მიჰყავს მელოდია. დანარჩენი ხმები ექვემდებარება მას. ოპერის ჩასახვა და განვითარება ოპერა წარმოადგენს მუსიკალურ თეატრალურ ნაწარმოებს, სადაც სცენური მოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას. ოპერა მიეკუთვნება სინთეზურ ხელოვნებას. ესე იგი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს: ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას, ლიტერატურას, ქორეოგრაფიას, სახვით ხელოვნებას და მსახიობის ოსტატობას. ვოკალური შეიძლება იყოს არია ან ანსამბლი და გუნდი ლიტერატურული. სიუჟეტი რომელზედაც იქმნება მუსიკა არის ლიბრეტო, მის შემქმნელს კი ლიბრეტისტი ეწოდება. ოპერა იწყება საორკესტრო მუსიკით, მას ჰქვია უვერტიურა. ოპერა ჟანრის მიხედვით არსებობს: გმირული, ისტორიული, ლირიკული, კომიკური და სხვა. ოპერა ჩაისახა იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში მე-16 - მე-17 საუკუნეებში. ფლორენციაში ამ დროს აღიარება მოიპოვა წრემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იაკობო კორსი. სწორედ მათ წრეში ჩაისახა პირველი ოპერა. პირველი ოპერა იყო `დაფნა~, რომელიც დაიდგა 1597 წელს. მუსიკა დაწერა იაკობო პერიმ, ხოლო 1600 წელს დაიწერა მეორე ოპერა `ევრიდიკა~ ანტიკური მითის საფუძველზე. ოპერა შექმნა პოეტმა ოტავიო რინუჩინიმ და კომპოზიტორმა იაკობო პერიმ. პირველი ოპერა შესრულდა საფრანგეთის მეფის ჰენრიხ მიოთხის და მარია მედიჩის ქორწინების გამო ფლორენციულ ოპერაში. სიმღერას თან სდევდა ინსტრუმენტული ანსმბლი აკომპანიმენტის სახით. უვერტიურა არ იყო. მხოლოდ საყვირების ფანფარებით მოუწოდებდნენ ყურადღებისაკენ და იუწყებოდნენ წარმოდგენის დაწყებას. ვენის კლასიკური სკოლა მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპულ მუსიკაში განვითარებას განიცდის მუსიკა, რომელიც თანდათან ჩრდილავს საეკლესიო მუსიკის ფორმებს. მართალია წინა საუკუნეებშიც ვითარდებოდა საერო მუსიკა (ოპერა, ორატორია), მაგრამ ეხლა უფრო დიდ ადგილს იკავებს ინსტრუმენტული მუსიკის ფორმები. რაც დაკავშირებულია მრავალი ინსტრუმენტული ანსამბლის და ორკესტრის არსებობასთან ფეოდალთა და მეფეთა სასახლის კარზე. ინსტრუმენტული მუსიკის ფორმები იტალიაში ვითარდება XVI-XVII საუკუნეში. ეს არის ერთნაწილიანი სონატა (დ.სკარლატი), მრავალნაწილიანი სავიოლინო სონატა (პარტიტა), სიუიტა, საოპერო უვერტიურა. მე-18 საუკუნისათვის არსებობს რამდენიმე საკომპოზიტორო სკოლა: ბერლინის, მანჰეინის და ვენის სკოლა. მანჰეინის სკოლის წარმომადგენლები არიან: სტამიცი, რიხტერი, ფილდი. მანჰეინში არსებობდა ევროპაში საუკეთესო ორკესტრი. მანჰეინელებმა პირველად შეიმუშავეს საორკესტრო შესრულების ახალი ხერხები : კრეშჩენდო, დიმინიენდო, მრგრგინავი ფორტე. გარდა ამისა მათ შექმნეს სიმფონიის პირველ ნაწილად სონატური ალეგრო ორ კონტრასტულ თემაზე. I- ჩქარი, მოძრავი. II- მღერადი. ბერლინის საკომპოზიტორო სკოლის წარმომადგენელია ფილიპ ემანუილ ბახი. მან დიდი წვლილი შეიტანა საკლავირო სონატის განვითარებაში. საფრანგეთში ინსტრუმენტული მუსიკის განვითარება გოსეკის სახელთანაა დაკავშირებული. ზემოთ დასახელებულმა სკოლებმა დიდი როლი შეასრულეს სონატას და სიმფონიის ჩამოყალიბების საქმეში. მაგრამ ინსტრუმენტული და საორკესტრო მუსიკის კლასიკური ნიმუშები მოგვცეს ვენის კომპოზიტორებმა. მათ შორის სამმა დიდმა წარმომადგენელმა: ჰაიდნიმ, მოცარტმა და ბეთჰოვენმა. მე -18 წაუკუნეში ვენა დიდი მუსიკალური ცენტრია. ვენის მუსიკალურმა ცხოვრებამ დიდი კვალი დაამჩნია ამ კომპოზიტორთა სიმფონიურ ნაწარმოებებს, რაც შემდეგში მდგომარეობდა: 1.მსგავსება საოპერო უვერტიურასთან, ფორმით ჩქარი- ნელი-ჩქარი 2.მსგავსება მუსიკასთან, რომელის ყოფაში ჟრერდა - სერენადები, დივერცისმენდები. 3.სიახლოვე ხალხურ მელოდიებთან. გადამწყვეტი როლი ინსტრუმენტული მუსიკალური ფორმების ჩამოყალიბებაში ითამაშა ჰაიდნიმ. მან პირველმა შექმნა სიმფონიის, სონატას, კვარტეტის კლასიკური ნიმუშები. ჰაიდნის სიმფონიური შემოქმედება სიმფ. #103 Eს-დურ (მი ბემოლ მაჟორი) ჰაიდნი პირველ სიმფონიებს წერს გრაფ ესტერჰაზის სასახლეში მსახურობის პერიოდში (1761-1790) და თავის სიმფონიურ შემოქმედებას ამთავრებს 12 ლონდონის სიმფონიით. ჰაიდნის სიმფონიურმა შემოქმედებამ დიდი ევოლუცია განიცადა. მისი სიმფონიური განვითარების ეტაპები ამავე დროს წარმოადგენს საზოგადოდ ვენის სიმფონიის განვითარების ეტაპებსაც, ამიტომ ჰაიდნის სიმფონიურ შემოქმედებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჰაიდნის შემოქმედებისათვის ასევე ვენის სიმფონიის განვითარების ისტორიისათვის. ჰაიდნის სიმფონიური შემოქმედება სამ პერიოდად იყოფა. I პერიოდის სიმფონიებისათვის დამახასიეთებელია სიუიტურობა, ნაწილებს შორის არ არის შინაგანი ერთიანობა. გარდა ამისა ნაწილების რაოდენობა არ არის დადგენილი. (არის 3,4,5 ნაწილიანი სიმფონიები). II პერიოდის სიმფონიებიდან აღსანიშნავია 1761 წლის შემდეგ დაწერილი სიმფონიები: `დილა~, `შუადღე~, `საღამო~. მათში გამოიკვეთა ხალხურობის ნიშნები და თემატიური კონტრასტი. აღსანიშნავია 1772 წელს დაწერილი გამოსამშვიდობებელი სიმფონია. II პერიოდის სიმფონიებს შორის აღსანიშნავია 80-იან წლებში შექმნილი 6 `პარიზის სიმფონია~. III პერიოდი ბრწყინვალე ლონდონის სიმფონიებით აღღინიშნა. 12 სიმფონიიდან 11 მაჟორულ ტონალობაშია შექმნილი. 1 კი მი მინორში. ამ სიმფონიებისათვის დამახასიეთებელია: 1. ცხოვრების ნათელი ოპტიმისტური შეგნება 2. დემოკრატიულობა 3. ხალხურ მუსიკასთან მჭიდრო კავშირი 4. მუსიკალური ენის სისადავე 5. ფორმის მწყობრი და გამართულობა. ლონდონის სიმფონიების უმრავლესობას აქვს შესავალი. შესავლის დანიშნულებას წარმოადგენს ის რომ შექმნას კონტრასტი მთავარ პარტიასთან. ანუ იგი დინჯი, ღრმა განწყობილებისაა. სიმფონიების კლასიკური აღნაგობა 4 ნაწილიანია: Iნაწილი- სონატური, ალეგრო ჩქარი ნაწილია ძირითად ტონალობაში; II ნაწილი- ნელი, სამ ნაწილიან ფორმაში; III ნაწილი- მენუეტი, რომლის შუა ნაწილია ტრიო; IV ფინალი- სონატური ალლეგროს ან რონდოს ფორმაში. ძირითადად ჟანრული ყოფითი ხასიათისაა. ჰაიდნის ორკესტრის შემადგენლობა ოთხი ჯგუფისგან შედგება: I სიმებიანი II ხის ჩასაბერი III ლითონის ჩასაბერი IV დასარტყამი სიმფონიის I ნაწილი სონატური ალლეგრო შეიცავს სამ მონაკვეთს - -ექსპოზიცია, დამუშავება, რეპრიზა. ექსპოზიცია - შეიცავს ორ თემატურ მასალას, ანუ ორ პარტიას. ისინი დაპირისპირებული არიან ტონალურობით და ხასიათით. მათ ეწოდებათ მთავარი და დამხმარე თემა. ამ თემებს შორის შეიძლება იყოს შემაკავშირებელი პარტია და მეორე თემის ჩვენების შემდეგ დასკვნითი პარტია. აქ მთავრდება ექსპოზიცია. დამუშავება - ჰაიდნისათვის მეტად დამახასიათებელია. რომელიმე მოტივის გამოყოფა და მისი გატარება სხვადასხვა ტონალობაში, რეგისტრებში, საკრავებში - ასეთ დამუშავებას მოტივური დამუშავება ეწოდება. რეპრიზაში - მტკიცდება მთავარი ტონალობა. რეპრიზა ზოგჯერ უცვლელად იმეორებს ექსპოზიციას. არსებობს შეკვეცილი და სარკისებური რეპრიზა. კოდა - დასკვნითი მონაკვეთია. აქ ხდება ძირითადი მონაკვეთის განმტკიცება. ვოლფგან ამადეი მოცარტი ( 1756 - 1791 ) ვენის კლასიკური სკოლის მეორე წარმომადგენელი, ჰაიდნის უმცროსი თანამედროვე, გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორია ვოლფგან ამადეი მოცარტი. მოცარტის ცხოვრება არაჩვეულებრივი და საინტერესოა. მან იცოცხლა მხოლოდ 36 წელი. მიუხედავად მისი მოკლე სიცოცხლისა და მუდმივი საკონცერტო ცხოვრებისა სხვადასხვა ქვეყნებში, რომელიც იწყება 6 წლის ასაკიდან, მან შექმნა ბევრი ნაწარმოებები. მოცარტს დაწერილი აქვს 50 სიმფონია, 19 ოპერა, სონატები, კვარტეტები, რექვიემი და მრავალი სხვა ჟანრის ნაწარმოებები. ვოლფგანგ ამადეი მოცარტი დაიბადა 1756 წელს, ავსტრიის ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს ქალაქ ზალცბურგში. მამამისი Lეოპოლდ მოცარტი სასახლის კარის მუსიკოსი იყო. იგი უკრავდა ვიოლინოზე და ორღანზე. ხელმძღვანელობდა სასახლის ორკესტრს, საეკლესიო გუნდს და წერდა მუსიკასაც. შეამჩნია რა შვილს მუსიკის არაჩვეულებრივი ნიჭი, მან ბავშვობიდანვე დააწყებინა მოცარტს მეცადინეობა. მუსიკალური ნიჭი მოცარტმა 3 წლის ასაკიდან გამოავლინა. ოთხი წლის უკვე წერს კონცერტს კლავესინზე, ვიოლინოზე და ორღანზე. 6წლის მოცარტი თავის ასეთივე ნიჭით დაჯილდოებულ დასთან ერთად მამამისს მიჰყავს საკონცერტო მოგზაურობაში. მოცარტის ოჯახმა ბრწყინვალე საკონცერტო გამოსვლები ჩაატარა პირველად მიუნხენსა და ვენაში, ხოლო შემდეგ პარიზსა და ლონდონში. უკან დაბრუნებისას კი ამსტერდამსა, ჰააგასა და ჟენევაში. ამ მოგზაურობამ გასტანა სამ წელლს. პატარა ვირტუოსი ასრულებდა როგორც სოლო ნომრებს, ასევე უკრავდა ოტხ ხელში თავის დასთან ერთად. უკრავდა ნაწარმოებებს ვიოლინოზე, ორღანზე. ქმნიდა მელოდიებზე იმპროვიზაციებს (ერთდროულად შეთხზვა და შესრულება). მოცარტი უკრავდა ურთულეს პასაჟებს ფარდაგადაფარებულ კლავიშებზე. პატარა მოცარტის გამოსვლები ყველგან იწვევდა უდიდეს აღფრთოვანებას. მას შეარქვეს `მე-18 საუკუნის სასწაული~. მან თავისი გამოსვლებით დაიპყრო მთელი ევროპა. პარალელურად პატარა მოცარტი წერდა სონატებს, სიმფონიებს, ვარიაციებს. სახელმოხვეჭილი პატარა კომპოზიტორი 1766 წელს ბრუნდება ზალცბურგში. იგი იწყებს კვლავ ახალ საკონცერტო პროგრამაზე და კომპოზიციაზე მუშაობას. ამასთანავე დიდი გატაცებით სწავლობს ისტორიას, გეოგრაფიას, ხატავს. განსაკუთრებით აინტერესებს არითმეტიკა, სწავლობს უცხო ენებს- ფრანგულს, ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. ვენის საოპერო თეატრისათვის იგი წერს კომიკურ ოპერას. მაგრამ ეს ოპერა არ იქნა დადგმული ვენაში. პირველი მარცხი მოცარტმა მძიმედ განიცადა. პატარა მოცარტს ვენაში ბევრი მოშურნე გამოუჩნდა. მათ თვალში ეს `სასწაული ბავშვი~ სერიოზულ კონკურენტად გადაიქცა. 14 წლის მოცარტი მამამისს მიჰყავს საკონცერტო მოგზაურობით იტალიაში. სამი წლის განმავლობაში (1770-1773) ისინი ეწვივნენ იტალიის ქალაქებს: რომს, მილანს, ვენეციას, ფლორენციას, სადაც მოცარტმა მოიპოვა ტრიუმფალური წარმატება. იგი უკრავდა კლავისინზე, ვიოლინოზე და ორღანზე. საკონცერტო პროგრამაში მისი ნაწარმოებებიც შედიოდა. მილანის საოპერო თეატრში დადგმული იქნა მისი ოპერა `მითრიდატი პონტოს მეფე~, რომელშიც დიდი წარმატება მოიპოვა. მოცარტმა იტალიელები განაცვიფრა არაჩვეულებრივი მეხსიერებით. მაგალითად, რომში ყოფნის დროს მოისმინა მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოები `დიეზირე~. მოცარტმა იგი ერთი მოსმენით დაიმახსოვრა და სახლში მისვლისას ნოტებზე ჩაწერა. ეს ნაწარმოები ეკლესიის საკუთრებად ითვლებოდა და წელიწადში მხოლოდ ორჯერ სრულდებოდა. ეკლესიიდან ნოტების გატანა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ საოცარი მუსიკოსის წინაშე დაიხია ეკლესიამ. მოცარტს ხომ არც ნოტები გაუტანია და არც გადაუწერია, მან მხოლოდ დაიმახსოვრა. იტალიაში მოცარტი მეცადინეობდა გამოჩენილ იტალიელ თეორეტიკოსთან და კომპოზიტორთან ჰადრე მარტინისთან. მან ნახევარ საათში დაწერა მრავალხმიანი ნაწარმოები. 14 წლის მოცარტი არჩეულ იქნა ბოლონიის აკადემიის საპატიო წევრად. ამით დამთავრდა მოცარტის ცხოვრების ბედნიერი ბავშვობა და სიჭაბუკე. ზალცბურგში დაბრუნებისას მოცარტი სულ სხვა გარემოში მოხვდა. ზალცბურგის ახალ მმართველს არ მოსწონდა მოცარტის გატაცება სხვადასხვა ჟანრებით. მოცარტს მოუხდა მძიმე და დამამცირებელი სამუშაოს შესრულება. ზალცბურგის არქიეპისკოპოსთან. მას უნდა დაეწერა მხოლოდ საეკლესიო ნაწარმოებები. 1777წელს მოცარტი ტოვებს სალცბურგს. 22 წლის მოცარტი დედასთან ერთად მიემგზავრება პარიზში. მაგრმ პარიზში მან ვერ მოიპოვა ისეთი წარმატება, როგორიც იტალიაში. აქ მას მოულოდნელად გარდაეცვალა დედა. მოვარტი განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას. იგი კვლავ ბრინდება ზალცბურგში, მაგრამ მისი ცხოვრება არქიეპისკოპოსთან აუტანელი ხდება და 1781 წელს საბოლოოდ ტოვებს ზალცბურგს. იგი გადასახლდება ვენაში სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. ვენაში ცხოვრების წლები (1781-1791) მოცარტის შემოქმედების საუკეთესო წლებია. ამ პერიოდში იგი წერს ოპერებს: `სერალიდან გატაცება~, `ფიგაროს ქორწინება~, `დონ-ჟუანი~, `ჯადოსნური ფლეიტა~. 1788 წელს იგი წერს თავის საუკეთესო სამ უკანასკნელ სიმფონიას- მი ბემოლ მაჟორი, სოლ მინორი და დო მაჟორი. წერს აგრეთვე კვარტეტებს, სადაც აშკარად იგრძნობა ჰაიდნის გავლენა. 1786 წელს მოცარტი ეცნობა ჰაიდნის. ჰაიდნის მუსიკა მოცარტს ბავშვობიდანვე უყვარდა. მოცარტმა ჰაიდნის უძღვნა ექვსი კვარტეტი. ჰაიდნიმ მაღალი შეფასება მისცა მოცარტის ტალენტს. `მე მოცარტს ვთვლი ყველაზე უფრო დიდ კომპოზიტორად იმათ შორის ვისზედაც კი მსმენია საერთოდ~- წერდა ჰაიდნი. მიუხედავად დიდი წარმატებისა მოცარტი ვენაში განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას. მოცარტს ნეწარმოებებში უხდიდნენ მცირე გასამრჯელოს. ოპერებიც რეპერტუარიდან მალე იხსნებოდა. მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ მოცარტი არ ემორჩილებოდა სასახლის კარის მიჩვეულ გემოვნებას. მოცარტის ცხოვრება ვენაში სულ უფრო უარესი ხდებოდა. მისი უკანასკნელი ნაწარმოებია რექვიემი (წარმოშობილი ლათინური სიტყვიდან რაც ნიშნავს `სასუფეველს~) ეს არის სამგლოვიარო ხასიათის საგუნდო ნაწარმოები, რომელიც სრულდება ეკლესიაში განსვენებულის სამახსოვროდ. ამ ნაწარმოების დაწერა მოცარტს სთხოვა ერთმა უცნობმა ადამიანმა, რომელსაც უნდოდა ეს ნაწარმოები გაესაღებინა თავისად. შემდეგ გამოირკვა, რომ იგი გრაფი იყო. მოცარტს ეჩვენებოდა, რომ ამ ნაწარმოებს თავისი თავისათვის წერდა. მოცარტის რექვიემი თავისი ხასიათით გამოდის ეკლესიის მკაცრი ჩარჩოებიდან. მისი დიდებული მუსიკა გამსჭვალულია ხალხის უდიდესი სიყვარულით. რექვიემის შესრულებისას მონაწილეობას ღებულობენ სოლისტები, შერჩეული გუნდი და სიმფონიური ორკესტრი. საფუძვლად უდევს ლათინური ტექსტი. ნაწარმოების წერა მოცარტს ართმევდა უკანასკნელ ძალღონეს. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1791 წელს. მოცარტის შემოქმედებას უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, მელოდიური სიმდიდრით. მისი მუსიკა ხასიათდება გულწრფელობით და მხატვრული სიმართლით, ღრმა შინაარსით. იოჰან სებასტიან ბახი ( 1685 - 1750წწ ) იოჰან სებასტიან ბახი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის გენიალური გერმანელი კომპოზიტორია, რომელმაც თავის შემოქმედებაში განაზოგადა გერმანული ეროვნული ხელოვნების და სხვა ქვეყნების საუკეთესო ტრადიციები. უკვე 200 წელზე მეტი ხანი გავიდა ბახის სიკვდილიდან, მაგრამ ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ სულ უფრო იზრდება. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბახს არ ღირსებია აღირება , როგორც კომპოზიტორს. მას იცნობდნენ როგორც ორღანისტს და ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელს. არისტოკრატულ საზოგადოებას არ მოსწონდა ბახის ნაწარმოებების სიღრმე და სერიოზულობა და მას მოსაწყენ მუსიკოსს უწოდებდნენ. ხოლო ეკლესია, რომლის დანიშნულებას `არაამქვეყნიური~ სამყაროსადმი ადამიანური განცდების და გრძნობების დამორჩილება შეადგენდა, ბახის მუსიკაში პირიქით ხედავდა უაღრესად ცოცხალ და ღრმა ადამიანურ საწყისებს. ბახის შემოქმედების მიმართ ინტერესი მხოლოდ მისი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც 829 წელს გერმანელი კომპოზიტორის მელდენსონის თაოსნობით პირველად შესრულებული იქნა ბახის დიდებული საგუნდო ნაწარმოები ` მათეს პასიონი ~. ამის შემდეგ მთელი მსოფლიოს მუსიკოსები იწყებენ ბახის ნაწარმოებების დაკვრას და განცვიფრებულები არიან ბახის მუსიკის სილამაზით და შთაგონებით, ოსტატობით და სრულყოფით. ბახი გერმანულ ენაზე ნიშნავს ნაკადულს. ` ნაკადული კი არა, ზღვა უნდა ერქვას მას ~­- ამბობდა ბეთჰოვენი. ბახს, რომელსაც თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ ღირსებია საქვეყნოდ აღიარება და არ გასცდენია გერმანიის ფარგებს, მისი მაღალი ოსტატობა, უდიდესი ცოდნა და უაღრესი შრომისმოყვარეობა ანცვიფრებდა ყველას. ი.ს.ბახი არის უდიდესი ჰუმანისტი კომპოზიტორი, რომელმაც თავის შემოქმედებაში განასახიერა უბრალო ადამიანის მდიდარი სულიერი სამყარო. იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685 წელს, გერმანიის ქალაქ ეიზენახში. საერთოდ ბახის საგვარეულო დიდი მუსიკალური ტრადიციების იყო. ბახის გვარიდან არაერთი მუსიკოსი გამოსულა. ამის გამო გერმანიაში ყპველ მუსიკოსს უწოდებდნენ ბახს და ყოველ ბახს - მუსიკოსს. პირველი მუსიკალური გაკვეთილები ბახმა მამისაგან მიიღო, რომელიც იყო მევიოლინე. ბავშვობიდანვე მას ასწავლიდნენ დაკვრას სხვადასხვა საკრავებზე და მათ შორის ორღანზე. გარდა ამისა პატარა ბახს აღმოაჩნდა კარგი ხმა (სოპრანო) და იგი მღერის საქალაქო სკოლის გუნდში. 9 წლის ბახი მოულოდნელად დაობლდა და მისი აღზრდა იკისრა მისმა უფროსმა ძმამ ქრისტოფმა, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ ორდრუივში და მუშაობდა ეკლესიაში ორღანზე დამკვრელად. აქ ბახი სწავლობდა გიმნაზიაში და ძმის ხელმძღვანელობით მეცადინეობდა მუსიკაში. ქრისტოფი იყო ძალიან ცივი, არაგულისხმიერი მუსიკოსი. მისი გაკვეთილები ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო. ამიტომ ჯერ კიდევ 10 წლის ბახი მიისწრაფვის თვუთგანვითარებისაკენ. იგი ღამღამობით საიდუმლოდ იღებდა ძმის მიერ კარადაში ჩაკეტილ გამოჩენილი მუსიკოპსების ნაწარმოებებს და იწერდა მათ ღამღამობით მთვარის შუქზე. ასე გაგრძელდა ექვს თვეს, რამაც იქონია გავლენა თვალებზე და ბახს საგრძნობლად დააკლდა მხედველობა. რაოდენ საწყენი იყო, როდესაც ერთხელ ძმამ მიუსწრო და ბახს წაართვა უკვე გადაწერილი რვეული. ძმის ოჯახში ბახმა ხუთ წელიწადს დაჰყო. ძმის ოჯახი განიცდიდა მატერიალურ გაჭირვებას, ამიტომ 15 წლის ბახმა გადაწყვიტა დაეწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ამის შემდეგ იგი გადადის გერმანიის ერთერთ ქალაქში საეკლესიო გუნდის მომღერლად, დამკვრელად ვიოლინოზე, ორღანზე და კლავისინზე, ამავდროულად კაპელმეისტერად და კომპოზიტორად. მიუხედავად სამუშაოს არადამაკმაყოფილებელი პირობებისა, დამამცირებელი და დამოკიდებული მდგომარეობისა, ის იჩენდა დიდ გატაცებას და შრომისმოყვარეობას ცოდნის შესაძენად. ბახი სწავლობდა არა მარტო გერმანელი კომპოზიტორების არამედ იტალიელი და ფრანგი კომპოზიტორების (სკარლატი, კუპერენი) შემოქმედებას. იმისათვის, რომ მან მოუსმინოს გამოჩენილი ორღანისტის ბუქევხუდეს დაკვრას, იგი ერთი ქალაქიდან მეორეში ფეხით მიდის, რადგან მას მგზავრობის ფული არ აქვს. ბახს, თუ მის სიცოცხლეში არ სცნობდნენ კომპოზიტორად, სამაგიეროდ იცნობდნენ როგორც გამოჩენილ ვირტუოზ იმპროვისატორს ორღანზე. ერთხელ ბახი მიიწვიეს ქალაქ დრეზდენში შესაჯიბრებლად ფრანგ ორღანისტსა და კლავისინისტ ლუი მარშანთან. როდესაც შეჯიბრის წინა დღეს მარშანი გაეცნო და მოუსმინა ბახს, მან იმ ღამესვე დატოვა ის ქალაქი. აღიარა რა ბახის უდიდესი ოსტატობა. წარმატებები ბახს თავბრუს არასოდეს არ ახვევდა და იგი იყო ყოველთვის მორიდებული და შრომისმოყვარე. 1708 წლიდან ბახი სახლდება ვაიმარში სასახლის კარის მუსიკოსად და ქალაქის ორღანისტად. აქ დაწერა მან თავისი საუკეთესო საორღანო ნაწარმოებები. როგორიცაა : ტოკატა და ფუგა რე მინორი, პასკალაია დო მინორი. ეს ნაწარმოებები გამოირჩევა შინაარსის უდიდესი სიღრმით, მასშტაბის გრანდიოზულობით, ოსტატობის სრულყოფით. 1717 წლიდან ბახი თავისი ოჯახით გადასახლდა კეტენში. კეტენში ბახი წერდა საკლავიორო და საორკესტრო ნაწარმოებებს. მათ შორის 24 პრელუდია და ფუგა კარგად ტემპერირებული კლავისინისათვის (1 ტომი). კეტენის პრინცის სასახლეში, სადაც მიწვეული იყო ბახი, არ იყო ორღანი. აქ კომპოზიტორი ხელმძღვანელობდა პატარა ოპკესტრს და რათა გაერთო პრინცი, იგი მის სიმღერეს აკომპანიმენტს უკეთებდა. ბახის მიერ ამ პერიოდში დაწერილი ნაწარმოებები წარმოადგენენ მისი შემოქმედების 11 მწვერვალს, საორღანო ნაწარმოებების შემდეგ. კეტენში მან დაწერა ორხმიანი და სამხმიანი ინვენციები, ფრანგული და ინგლისური სუიტები. 1723 წლიდან ბახი დასახლდება ლეიპციგში, სადაც იგი რჩება სიცოცხლის ბოლომდე. აქ იგი მუშაობს წმინდა თომას სახ. საეკლესიო სკოლაში გუნდის ხელმძღვანელად. მსგავსად მოცარტისა ბახის მუშაობა ეკლესიაში შეზღუდუკლი იყო. მას უნდა ეწერა მხოლოდ ისეთი მუსიკა, რომელიც გამოადგებოდათ მხოლოდ ღვთის მსახურების პროცესში და არა `ოპერას მაგვარი~. გარდა ამისა მას აკრძალული ჰქონდა ქალაქიდან გასვლა ბურგომისტრის ნებართვის გარეშე. მიუხედავად ამისა ბახმა დაწერა ნაწარმოებები აღსავსე ღრმა შინაარსით და შინაგანი სიმდიდრით. ლეიფციგში მან დაწერა თავისი საუკეთესო ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, როგორიცაა კანტატები (სულ 250 კანტატა აქვს დაწერილი), მატეს და იოანეს პანსიონები (პანსიონი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს `წამებას~ ). მათში ასახულია ქრისტეს ტანჯვანი და სიკვდილის აღწერა. Lლეიპციგშივე იგი წერს მესას სი მინორს. მესა თავისი შინაარსით უახლოვდება პანსიონების შინაარსს. წარსულში ეს მესები და პანსიონები წარმოადგენენ მონუმენტურ საკონცერტო ხასიათის ნაწარმოებებს, რომლის შესრულებაში მონაწილეობას ღებულობენ სოლისტები, ორკესტრი, გუნდი და ორღანი. ბახის მესა სი მინორი, მისი საორღანო და საკლავირო ნაწარმოებების შემდეგ წარმოადგენს მისი შემოქმედების III მწვერვალს. ბახის მუსიკის უაღრესად ადამიანური, ნათელი, მიწიერი საწყისები, ეკლესიის ხელმძღვანელობაში იწვევდა უკმაყოფილებას. ვოკალურ ნაწარმოებებთან ერთად ბახმა ლეიპციგში დაწერა `კარგად ტემპერირებული კლავირის II ტომი~, სადაც შევიდა ახალი 24 პრელუდია და ფუგა. ბახი ვერ იტანდა ეკლესიაში გამეფებულ უსამართლობას. გუნდში მომღერალ ბავშვებს გასამრჯელოს ძალან ცოტას უხდიდნენ. სკოლის ორკესტრის შემადგენლობა ძალიან მცირე იყო, სულ 4 საყვირი და 4 ვიოლინო. ამასთან დაკავშირებით ბახი ხშირად აწუხებდა ქალაქის ხელისუფალს, მაგრამ მისი მოთხოვნა უყურადღებოდ რჩებოდა. ბახის ერთადერთ სიხარულს მისი ოჯახი წარმოადგენდა. მისი შვილები ვილჰემ ფრიდემანი, ფილიპ ემანუილი, იოჰამ ქრისტესიანი, დაჯილდოებული იყვნენ მუსიკის უდიდესი ნიჭით. უდიდესი მუსიკალურობით გამოირჩეოდა მისი მეუღლე ანა მაგდალინა ბახი, რომელსაც საუცხოო სოპრანო ჰქონდა. კარგი ხმა ჰქონდა აგრეთვე ბახის ქალიშვილსაც, ამიტომ ბახის ოჯახიდან მუდამ მუსიკა ისმოდა. თავისი ოჯახისთვის ბახი წერდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებს. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბახი დაბრმავდა, მაგრამ მაინც წერდა. იგი თავის ნაწარმოებებს კარნახობდა. ბახი გარდაიცვალა 1750 წელს, ლეიპციგში. იგი მალე დავიწყებას მიეცა. მისი საფლავიც დაიკარგა საეკლესიო ეზოს რეკონსტრუქციის დროს. მისი მეუღლე გარდაიცვალა ბახის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ ღარიბთა სახლში. ბახის უმცროსი ქალიშვილი ასევე განიცდიდა უაღრესად მძიმე მატერიალურ გაჭირვებას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მას ეხმარებოდა ბეთჰოვენი. ბახის ნაწარმოებები ორღანისათვის ორღანი არის უძველესი ჩასაბერი კლავიშიანი ინსტრუმენტი, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში და ძველ რომში. დასავლეთ ევროპაში იგი გამოჩნდა 7 საუკუნეში. და თუ იგი დასაწყისში თან ახლდა საეკლესიო გალობას, დროთა განმავლობაში იგი გადაიქცა სოლო ინსტრუმენტად. ორღანს უწოდებენ `ინსტრუმენტების მეფეს~. ორღანი შედგება ხის და ლითონის მილების ჯგუფისაგან, რომელთა რიცხვი რამოდენიმე ათასს შეადგენს. აქვს რამოდენიმე კლავიატურა ხელებისათვის და ფეხებისათვის. პირველს ეწოდება მანუალები, ხოლო მეორეს - პედლები (რომელსაც 25 კლავიში აქვს). ორღანის კლავიშები შეერთებულია მილებთან, რომელიც ორღანის უკან არის განლაგებული და რომლებშიც ჰაერის მიძრაობის საშუალებით მიიღება სხვადასხვა სიმაღლის და სხვადასხვა სიძლიერის ბგერები. სპეციალური რიჩაგების გადართვის საშუალებით ორღანზე შეიძლება მიღებული იქნეს ბგერები, რომელიც ჟღერედობით შეიძლება ბაძავდეს ორკესტრის სხვადასხვა საკრავებს: მაგალითად კლარნეტს, ფლეიტას, ჰობოის და სხვა. ამიტომ ორღანზე დაკვრა მოითხოვს დიდ ოსტატობას. ორღანი იყო ბახის საყვარელი ინსტრუმენტი. კომპოზიტორმა ორღანისათვის დაწერა ქორალები, ფანტაზიები, ტვატოები, პრელუდიები, ფუგები, სონატები. ბახს დაწერილი აქვს 150-ზე მეტი ქორალი. ქორალი არის ძველებური სასულიერო გალობა, აგებული გერმანულ ხალხურ მელოდიებზე. ქორალები ხშირად ოთხ ხმიანია და გამოირჩევა უდიდესი მღერადობით. ბახის ქორალი, პრელუდია და მინორი წარმოადგენს ლირიკული ხასიათის პიესას. უდიდესი პოეტურობით გამოირჩევა ქორალის მელოდია ზედა ხმაში, რომელიც თითქოს ჰობოის წაბაძავს. ქვედა ხმების ხმების მშვიდი, აუჩქარებელი მოძრაობა, ხმოვანებას ანიჭებს სიმსუბუქეს და სიღრმეს. ს უ ი ტ ე ბ ი ბახს ეკუთვნის 6 ფრანგული და 6 ინგლისური სუიტა. სუიტა ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს თანამიმდევრობას. სუიტა ეწოდება მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც შედგება რამოდენიმე დამოუკიდებელი ნაწილისაგან. ის ნაწილები არ არის გაერთიანებული ერთიანი შინაარსით. მიუხედავად ამისა ისინი აღიქვებიან, როგორც ერთიანი მუსიკალური ნაწარმოები. ძველად სუიტები წარმოადგენდნენ კონტრასტული ცეკვების თანმიმდევრობას ისინია: ალემანდა, კერანტა, სარაბანდა და ჟიგა. ალემანდა - ძველებური გერმანული ცეკვაა ოთხწილადი ზომებით. ბახის ალემანდა ფრანგული სუიტიდან დო მინორი, გამოირჩევა მსუბუქი, აუჩქარებელი მოძრაობით და მელოდიურობით. იწყება გარე ტაქტით, მელოდია ჟღერს ზედა ხმაში. კურანტა - არის მოძრავი ხასიათის ფრანგული ცეკვა სამწილადი ზომით. კურანტაც იწყება გარე ტქტით. იგი ჟღერს ორხმიანი გადმოცემით და ფორტეს და პიანოს კონტრასტული ხმოვანების მონაცემებით. სარაბანდა - არის ძველებური ცეკვა სამწილადი ზომით და ამავე დროს საზეიმო ხასიათით. ხანდახან სარაბანდაში იყო სამგლოვიარო ეპიზოდი. ბახის სარაბანდაში შერწყმულია სამგლოვიარო და ამავდრის საზეიმო განწყობილება. აქ წამყვან მნიშვნელობას იძენს ზედა ხმა.

No comments:

Post a Comment